Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | არ მქონდა უფლება, მისი რომელიმე მეგობარი ციხისთვის გამეწირა - დედა, რომელსაც ვაჟის მკვლელი არ უძებნია
ambebi.ge
26 May 2016, 15:20
ძნელია დიდი განსაცდელი ისე გამოიარო, რომ შენი დარდით არავინ შეაწუხო, არ დაამძიმო... ალბათ, ამას ერთეულები ახერხებენ. სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება თელავის მკვიდრი, პოეტი გვანცა ქეშიკაშვილი, რომელსაც ვერც კი შეატყობთ, რომ რთული ცხოვრების გზა განვლო - გზა, რომელმაც ტკივილიც ბევრი მოუტანა და სიხარულიც. ის ხშირად იხსენებს უფროსი მეგობრის, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებს - "ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი - არსებობაა". ინტერვიუს ქალბატონ გვანცასთან ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- ჩემი შვილი, ვახო 1999 წელს დაიღუპა. ის მხოლოდ 18 წლისა იყო. მეგობრები ქეიფობდნენ და ვიღაცას იარაღი გაუვარდა. ვინ იყო ეს, არ ვიცი და არც ჩავძიებივარ, რადგან ჩემს შვილს უკვე ვერაფერს ვუშველიდი და არ მქონდა უფლება, მისი რომელიმე მეგობარი ციხისთვის გამეწირა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. თანაც, მე იქ არ ვყოფილვარ და ხელს ვერავის დავადებდი. ვთქვით, რომ იარაღი ვახოსი იყო და ამით დამთავრდა ყველაფერი. მისი მეგობრებისგან დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეშია. შარშან კლასელები შეიკრიბნენ, სკოლის დამთავრების 17 წლის აღსანიშნავად. მშობლებიდან მარტო მე მიმიწვიეს. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ შვილის მეგობრებმა ასე დამაფასეს. ალბათ, ბევრი ფიქრობს, როგორ გადაიტანა ამხელა ტკივილიო? ამას გადატანა არ ჰქვია. უბრალოდ, ტკივილთან ერთად ცხოვრებას სწავლობ და მიწაზეც ამ შეუდარებელ ტკივილთან ერთად დააბიჯებ, ყველაზე სასიხარულო წუთებშიც ისე გექაჩება ეს ტკივილი, რომ სიხარულს ვეღარ გრძნობ. ეტყობა, ღმერთი დამეხმარა, თორემ ადამიანი ამხელა უბედურებას მარტო ვერ მოერეოდა. როგორ შევძელი ფეხზე დადგომა, ეს ჩემთვის დღემდე გამოუცნობია. უპირველესი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ჩემი გოგონა, ქეთი მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო და არ მსურდა, დაჩაგრულიყო. ძნელი სათქმელია, მე რა დღეში ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, რომ ბავშვიც ძალიან ცუდად იყო და თავს ძალა დავატანე, რათა Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ცხოვრება გამეგრძელებინა. თანაც, ერთი უცნაური რამ დამემართა: ადრე არაფერი რომ არ დამიხატავს, იმ ხანებში ხატვა დავიწყე. რომ გეკითხათ რას ვხატავდი, ვერ გეტყოდით, მაგრამ ამან ძალიან მიშველა. მადლობა ღმერთს, რომ იმ ხანებში ჩემი მეუღლეც ცოცხალი იყო და ეს დიდი დარდი ერთმანეთს გადავატანინეთ. ამ ამბის შემდეგ, 8 წელი იცოცხლა და 2007 წელს ინსულტით გარდაიცვალა.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 26 მაისის ნომერში
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი